ვოლაბებმა თითქმის წაგებული მატჩი შემოაბრუნეს (Video)

არგენტინა-ავსტრალია 26:41
არგენტინა: 2ლ – მატერა, გონსალეს სამსო. 4ს,2გ – ბოფელი
ავსტრალია: 4ლ – პეტაია, ფაინგაა, იკიტაუ, საჯარიმო. 4გ – კუპერი, ჰოჯი (3). 2ს – კუპერი, ჰოჯი.

ოთხი ერის გათმაშების მეორე მატჩში არგენტინის ნაკრებმა მენდოსაში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინლა. პუმებმა პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობის ხელში ჩაგდება მოახერხეს. ხელდახელ შესანიშნავად ირჯებიდნენ და პირველი ტაიმი 19:10 მოიგეს.

ვოლაბების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შესვენების შემდეგ გუნდმა სწორი ტაქტიკა აირჩია. უფრო ძალისმიერი თამაში ამჯობინა. ავსტრალიელებმა ორჯერ მოლით შეძლეს არგენტინელთა დალელოვება, რასაც მესამე ლელოც მიაყოლეს, რაც მასპინძლთა დაცვაში წარმოქმნილ ქაოსს მოჰყვა. ავსტრალიელი მაიკ ჩეიკას გაწვრთნილმა პუმებმა კი, ყოველივე ამას მხოლოდ ერთი ლელოთი უპასუხეს.

სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია – 5 ქულა, 2. სამ.აფრიკა – 4, 3. არგენტინა – 0, 4. ახალი ზელანდია – 0

Leave a comment

Your email address will not be published.