ვორონინმა დინამო მოსკოვი დატოვა – “აქ ვერ დავრჩები”

უკაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და დინამო მოსკოვის აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეი ვორონინმა გუნდი დატოვა. ვორონინი დინამოში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მან კონტრაქტი 23 თებერვალს გაახანგრძლივა, თუმცა ამას გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეუშლია.

“ძალიან დიდი მადლობა გუნდს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ყველას გუნდში გატარებული დროისთვის. აქ ვერ დავრჩები. მე არ შემიძლია იმ ქვეყანაში ვიმუშავო, რომლის არმიაც ჩემს სამშობლოში უდანაშაულო ადამიანებს ესხმის თავს.”-განაცხადა ვორონინმა Tatotake-სთან ინტერვიუში.

ვორონინი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გლადბახში, მაინცში, კიოლნში, ბაიერში, ლივერპულში, ჰერტაში, დინამო მოსკოვში და ბოლოს დიუსელდორფის ფორტუნაში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, უკრაინელმა მწვრთნელობა დაიწყო და 2020 წლიდან დინამო მოსკოვში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *