ვუფრთხილდებით დედამიწას და გარემოს – „ბრენდფორდი“ მომავალ წელს იგივე სათამაშო ფორმით ითამაშებს

საფეხბურთო კლუბი „ბრენდფორდი“ ინიციატივით გამოდის, კლუბის მარკეტინგის სამსახურის ინიციატივით, რომელიც გულშემატკივართა უდიდესმა ნაწილმა მოიწონა, ხოლო მმართველმა საბჭომ პირველივე განხილივით დაამტკიცა, კლუბი მომდევნო სეზონშიც იდენტური სათამაშო ფორმებით იასპარეზებს და ახალი სათამაშო ეკიპირება არ ექნება. ტრადიციულად ყველა კლუბი ახალი სეზონის წინ სათამაშო ფორმას ცვლის, განახლებული დიზაინის გარდა გუნდები მესამე, მეოთხე კომპლექტებსაც კი უშვებენ. ასე მაგალითად გასულ სეზონში ბერძნულმა „პაოკმა“ ხუთი ოფიციალური სათამაშო ფორმა წარადგინა, ძირითადი საშინაო და საგარო ფორმების გარდა, რომლებიც ტრადიციულ შავ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი, გუნდმა კიდევ სამი სათადარიგო ფერადი ეკიპირება წარადგინა, რამაც გულშემატკივართა წყრომაც კი გამოიწვია, რადგან მათი აზრით კლუბისთვის მთავარი მაისურების რეალიზაციიდან შემოსული თანხა იყო.

ინგლისური კლუბი ამბობს რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი იდეა გარემოს დაცვა და მოფრთხილებაა, ყოველი ფორმის დამზადება კი გარემოს დაბინძურების წინაპირობაა, რადგან დამზადების პროცესში გამოყენებული მასალებიც კი გარემოში ასი და მეტი წლის მანძილზე რჩება და მას აზიანებს, ამის გარდა კლუბში ამბობენ რომ ისინი ფანების ფინანსურ რესურსებსაც უფრთხილდებიან.

 

ინგლისში მწვანე კლუბის და გარემოზე ზრუნვის ტიტულის მფლობელი ლონდონის „ტოტენჰემი“ იყო, დეზებმა უამრავი აქციითა და ინიციატივით შეძლეს ამ სახელის მოხვეჭა, მათ სხა კლუბებმაც აუბეს მხარი და ბევრი სხვადასხვა იდეა განხორციელდა, დაწყებული ბოთლების, პოლიეთილენის პარკების, ერთჯერადი ჭიქების და სხვა ინვენტარის ამოღების შემდეგ, მაგალითად „ბრაიტონმა“ სტადიონის სტაფს ელექტრო მანქანები აუყვანა, ბაზაზე საკუთარი ელექტრო ენერგიის მიღება დაიწყო, ფანებს კი მოუწოდეს და შესთავაზეს სხვადასხვა ფასდაკლებები, რომლებიც გავრცელდებოდა იმ ფანებზე, რომლებიც მანქანებს სახლში დატოვებდნენ და სტადიონამდე ფეხით ან ველოსიპედით მივიდოდნენ. აღნიშნული სიახლეები ევროპულ ფეხბურთში ყოველდღიურად უფრო აქტიურად ჩნდება, კლუბებიც ერთმანეთს მოედნის გარეთ, ახალ ინიციატივებში და იდეებშიც ეჯიბრებიან

Leave a comment

Your email address will not be published.