ანტონიო კასანო ნაპოლით აღფრთოვანებულია და მორიგი ფრთიანი კომენტარი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიათი დაიწყო, მერე სხვებზეც თქვა…
“ნაპოლი ძალიან მიყვარს. კვარაცხელია კი იმდენად კარგია, რომ ვშიშობ, ვერტმფრენით მოვლენ და ისე წაიყვანენ. სადაც კვარაცხელია ისურვებს და გაუხარდება, იქ წაიყვანენ. ის ფენომენალურია.
…ოსიმენი და კიმი? ნიგერიელი მომწონს. ის ორ მცველსაც კი არ იმჩნევს, ისე მიდის წინ. დამანგრეველია. კიმი მარსიანელია. იყო მომენტი, როცა დაკარგული ბურთი დაიბრუნა, კვარას მისცა პასი, შეტევაში წავიდა და როცა იქ შეტევა ჩაეშალათ, 1000 კმ/სთ სიჩქარით გამოიქცა თავის ადგილზე. სანამ სასუოლოს ფეხბურთელებმა ფლანგზე გადატანეს ბურთი, კიმი უკვე თავის საჯარიმოში იყო. სიგიჟეა“. (BOBO TV)
გაფორმებებით, გაზვიადებებით, მაგრამ მაგრად კი აღწერს კასანო. ვინც არ იცის, კასანო იტალიის ნაკრებში, რომაში, რეალში, მილანში, ინტერში და სხვა კლუბებშიც თამაშობდა…