ზაბიცერი ბაიერნში – როგორც ყოველთვის, იაფად…

გერმანული ბილდის ინფორმაციით, ლაიფციგის ნახევარმცველი, მარსელ ზაბიცერი შესაძლოა ბაიერნში გადავიდეს.

ავსტრიელ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 1 წელიწადში ეწურება, “რედ ბულს” კი უფასოდ მისი გაშვება არ სურს და რეკორდმაისტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, მიუნხენელები მზად არიან ზაბიცერში 18 მილიონი ევრო + ბონუსები გადაიხადონ…

ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ფეხბურთელის ფასი 42 მილიონი ევროა…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *