ზალცბურგის ბიჭი

გერმანელი ქარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს ესპანური ბარსელონა იჩენს, რომელიც მზადაა, უახლოეს დღეებში ზალცბურგს 40-მილიონიანი წინადადებით მიმართოს. ესპანელთა კონკურენტი კი დორტმუნდია.

ეს კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

Liverpool join Barcelona and Bayern Munich in race to sign Karim Adeyemi -  HCA Barbieri News

მართალია, ფინანსურად ბარსელონას შეთავაზება უფრო მსუყეა, მაგრამ ფავორიტად მაინც დორტმუნდი ითვლება.

ამ კლუბმა უკვე წარმოაჩინა თავი, როგორც ახალგაზრდა ტალანტების განვითარებისა და დაფრთიანებისთვის ჩინებულმა პლატფორმამ.

ქარიმ ადეიემი 19 წლის გახლავთ, ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდია და ევროპაში ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. მის მიმართ ბარსას და დორტმუნდის ინტერესიც შემთხვევითი არაა.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *