ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება

საფრანგეთის ქალაქ ლიონში გრძელდება ქალთა 250-იანთა კატეგორიის ტურნირი.

მეორე რაუნდის მატჩში ალისია პარკსმა მძიმე ბრძოლაში 2:6 7:6 6:2 სძლია პეტრა მარტიჩს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

null

მატჩის ფავორიტად ხორვატი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, რომელმაც შეხვედრა იდეალურად “გახსნა” – ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და უდიდეს უპირატესობას მიაღწია.

ალისია მოგვიანებით გამოფხიზლდა, თუმცა სეტი მაინც დათმო 2:6.

მეორე პარტიაში თამაშის ხასიათი შეიცვალა – ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. სეტმა ბრეიკპოინტების გარეშე “გაირბინა” და გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა.

საჩოგბურთო ლატარეაში პარკსმა მეტოქეს 7:3 აჯობა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1-1 (2:6 7:6).

მესამე, გადამწყვეტყი პარტიის სტარტზე მარტიჩს მეტოქის ჩაწოდებაზე 3 ბრეიკპოინტი გააჩნდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ვერ გამოყენებული შანსების გამო პეტრა მალევე დასაჯა – 2:2-დან ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

პარკსმა ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო, რომელიც დარბაზში ჩატარდა.

2022 წლის მიწურულს ალისიამ ანდორას და ანჟეს ტურნირების მოგება მოახერხა.

22 წლის ამერიკელი კარიერაში მეორედ გავიდა WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალში.(პირველი მეოთხედფინალი შარშან, ოსტრავას ტურნირზე დაფიქსირდა, როდესაც პლიშკოვას და საკარის მოუგო ალისიამ).

ლიონის ტურნირის 1/4 ფინალში პარკსის მეტოქე კოვინიჩი/ბონდარს შორის გამარჯვებული იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *