ზედიზედ მეორედ – კვარაცხელია საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია (ვიდეო)

სფფ-ს ტრადიციულ დაჯილდოვებაზე ხვიჩა კვარაცხელია 2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული პრიზისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტები გურამ კაშია და გიორგი ლორია იყვნენ.

კვარაცხელია წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს. 2021-ში ხვიჩამ საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. იგი ასევე ძალიან კარგი იყო ყაზანის რუბინშიც, სადაც არაერთი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, გარდა ამისა ხვიჩა ტურის სიმბოლურშიც ხშირად ხვდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *