საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. დიდიე დეშამის გუნდმა ამ მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა, მაროკოს ნაკრები 1/2 ფინალში 2:0 დაამარცხა.
მეორე 1/2 ფინალში შესანიშნავი მატჩი ვიხილეთ. ორმხრივი შეტევები, სეივები, ტექნიკური თამაში… მაროკო მეორე ტაიმში უკეთესი იყო და გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა საფრანგეთმა კლასის ხარჯზე აჯობა და მოიგო კიდეც.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ფინალში არგენტინის ეროვნულ გუნდს 18 დეკემბერს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს წინა მუნდიალზეც დაუპირისპირდნენ, სადაც 1/8 ფინალში საფრანგეთმა არგენტინა 4:3 დაამარცხა. რაც შეეხება მესამე ადგილისთვის მატჩს, მაროკო – ხორვატიის შეხვდება, 17 დეკემბერს შედგება.
საფრანგეთი 2:0 მაროკო
გოლები: ტეო ერნანდესი (5), კოლო მუანი (79).