ზედიზედ მესამე მარცხი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აგრძელებს მზადებას მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატისთვის. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა ისრაელის ნაკრებს და უხვქულიან შეხვედრაში 96:104 დამარცხდა.

null

საქართველოს ნაკრებს 2 მოთამაშე აკლდა – მიშა ბერიშვილმა წინა დღეს მცირე ტრავმა მიიღო, გოგა ბითაძე კი სარეაბილიტაციო პროცესს ამერიკაში გადის.

პირველ მეოთხედში მაყურებელმა ლაღი კალათბურთი იხილა, სადაც ორივე ნაკრებს შეტევაში უფრო გამოსდიოდა თამაში , ვიდრე დაცვაში. 26:26-ზე ისრაელმა სამქულიანი შეტევა გაშანსა და პირველი პერიოდი მოიგო.

მეორე მეოთხედის სტარტზე ზუროსმა ცვლილებეი განახორციელა და საქართველო “კუდში მისდევდა” მეტოქეს, თუმცა ანგარიშში წინ გასვლას ვერაფრით ახერხებდა. გაი პნინიმ და მისმა თანაგუნდელებმა მეორე პერიოდიც 3 ქულიანი სხვაობით მოიგეს და დიდ შესვენებაზე ისრაელი უკვე 6 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 54:48.

null

მეორე ტაიმის საწყის წუთებში მასპინძლებმა სტუმრებთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და იმედიც “გაცოცხლდა”, თუმცა ისრაელის საკალათბურთო ნაკრებმა დროულად მოახერხა მობილიზება და ანგარიშში ისევ წინ “გაიქცა”. პერიოდის მიწურულს საქართველოს მეტოქე 11:0 გაექცა, რაც გადამწყვეტი გამოდგა მთლიანად შეხვედრაში.

გაი გუდესის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხე მეოთხეში 20 ქულიანი უპირატესობაც კი მოიპოვა და შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა მოკლა. ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეტი ვეღარაფერი შეძლეს 96:104.

null

საქართველოს ნაკრებმა შეტევაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა დაცვაში ძალიან გაუჭირდა. 3 წამიან ზონაში საკმაოდ დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა პერიმეტრის დაცვა ისევ დიდ პრობლემად რჩება – ისრაელის ნაკრებმა 12 სამქულიანი ჩაგვიგდო და დიდწილად სწორედ ამის ხარჯზე მოიგო მატჩი.

ქართველთა რიგებიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო – კაპიტანმა 26 ქულა დააგროვა, 16 ქულა ქონდა შერმადინს, 15 სანაძეს, 13 მაკფადენს.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო (2 მატჩი უნგრეთთან, 1 ისრაელთან).

დღეს საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ მატჩს გამართავს ისრაელთან (დახურული მატჩი, რომელსაც გულშემატკივარი და მედია ვერ დაესწრება), რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრება აკროპოლისის თასზე სათამაშოდ(მეტოქეები საბერძნეთი, თურქეთი, პოლონეთი).

სტატიაში გამოყენებულია კალათბურთის ფედერაციის პრეს სამსახურის მიერ მოწოდებული   სურათები (GBF.GE)

Leave a comment

Your email address will not be published.