ATP-ის პრეს-სამსახური აგრძელებს 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის შეჯამებას.
ზედიზედ მეცხრამეტედ, ნომინაციის – ფანების საყვარელი მოთამაშე-ს გამარჯვებული – როჯერ ფედერერი გახდა. 2000 წლიდან მოყოლებული შვეიცარიელი ჩოგბურთელის გარდა ეს პრიზი მხოლოდ მარატ საფინს (ორჯერ) და გუსტავო კუერტენს (ერთხელ) შეხვდა.
ფანების ფავორიტ საჩოგბურთო წყვილად პიერ-უგო ერბერის და ნიკოლა მაიუს ტანდემი დასახელდა.
„წლის ახალბედის“ ტიტული ამერიკელ ჯეისონ ბრუკსბის ერგო, რომელმაც გასულ სეზონში 307-ე პოზიციიდან 56-მდე აღზევდა.