ზედიზედ მეხუთედ – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 3-დან 3 მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ჯერ ბელარუსი დაამარცხა 25:5, შემდეგ პოლონეთი გაანადგურა 22:1, ბოლოს კი დაძაბულ ბრძოლაში სლოვაკეთს 18:16 სძლია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევროპირველობა ხორვატიის ქალაქ სპლიტში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება. სათქმელია, რომ ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე მონაწილოებას ზედიზედ მეხუთედ მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *