ზვერევი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – ალექსანდრ ზვერევმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში 3:6 6:7 3:6 წააგო კანადელ დენის შაპოვალოვთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრის სტარტი გერმანელს უკეთესი გამოუვიდა, რომელსაც პირველივე გეიმში ორი ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო.

ვერგამოყენებული შანსების გამო კანადელმა მეტოქე მალევე დასაჯა – მეოთხე გეიმში დენისმა საშა დააბრეიკა და შემდეგ მშვიდად შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი სეტის ბოლომდე 6:3.

null

მეორე სეტი სანახაობრივი გამოვიდა – პირველივე გეიმში „შაპომ“ მეტოქის ჩაწოდება მოიგო და დაწინაურდა. ზვერევი დროულად გამოფხიზლდა, რომელმაც ჯერ უკუბრეიკი შეასრულა (მეოთხე გეიმში 2-2), ხოლო მერვეში უკვე თვითონ გავიდა წინ ბრეიკიანი ჰანდიკაპით 5-3.

თითქოს სეტებს შორის ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, თუმცა დენისმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება და მალე წონასწორობაც აღდგა 5-5.

სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესი შაპოვალოვი იყო და „საჩოგბურთო ლატარეაც“ მისი გამარჯვებით დასრულდა 7:6 (7-5).

მესამე პარტიის მეორე გეიმში კანადელმა მორიგი ბრეიკი განახორციელა და ამით ფსიქოლოგიურად გატეხა ზვერევი. დენისმა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა 6:3 7:6 6:3.

მატჩი 2 საათს და 24 წუთს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში გერმანელს 3 ეისი, 8 ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკი ქონდა. შაპოვალოვმა თავისმხრივ 3 ეისის წილ 11 ორმაგი დაუშვა და 4 ბრეკპოინტის რეალიზება შეძლო.

ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში შაპოვალოვის მორიგი მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება. ესპანელმა თავისმხრივ 1/8 ფინალში 7:6 6:2 6:2 სძლია ფრანგ ადრიან მანარინოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *