ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაში, ალექსანდრ ზვერევმა კარენ ხაჩანოვი უშანსოდ – 2 სეტში – დაამარცხა – 6:3; 6:1;
შტეფი გრაფის შემდეგ, ზვერევი პირველი გერმანელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო.
შეგახსენებთ, ნახევარფინალში, მან პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაამარცხა.