29 წლის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი UFC-ში პირველ ბრძოლას 23 ოქტომბერს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზვიადი ბრძოლას 3 დღიან მონაკვეთში დათანხმდა – მსგავს ნაბიჯებს UFC-ში აფასებენ. ლაზიშვილის მეტოქე ამერიკელი ჯონათან მარტინეზი იქნება. მარტინეზი UFC-ში 2018 წლიდან ასპარეზობს და 7 ბრძოლიდან 4-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
აღნიშნული ივენთის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს საშუალო წონის ტოპ კონტენდერები, პაულო კოშტა და მარვინ ვეტორი დაუპირისპირდებიან.