ქართველმა მებრძოლმა ზვიად ლაზიშვილმა, რომელიც LFA-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია, UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. მეტოქე მექსიკელი ჯონათან მარტინესი იყო.
UFC Vegas 41-ზე ზვიად ლაზიშვილი პირველად გავიდა ოქტაგონზე და მეშვიდე ქართველია რომელიც UFC-ში იასპარეზებს.
ბრძოლა 3 რაუნდი გაგრძელდა. საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებული მექსიკელი, ჯონათან მატინესი გახდა. 30-27;29-28;29-28
ლაზიშვილს კარიერაში 13 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ყველაზე გამარჯვებული დარჩა.
აღსაღნიშნავია ისიც რომ ქართველს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდნენ და მას მოსამზადებლად თითქმის დრო არ ჰქონია.