ზიდანი წყობილებიდან გამოიყვანეს… “გამოდი, ვილაპარაკოთ”

ზინედინ ზიდანი რაიო ვალეკანო-გრანადას მატჩს დაესწრო – შვილის თამაშის სანახავად.  რაიოში ლუკა ზიდანი თამაშობს. მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელი სტადიონის გასასვლელთან მიდიოდა, როცა ერთ-ერთ ჟურნალისტზე გაბრაზდა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ მოუწია რეალიდან წასვლა…

„მომავალშიც უნდა გააგრძელოთ ასეთი სულელური შეკითხვების დასმა? შენი მუშაობა სამარცხვინოა“ – წერს ზიდანის სიტყვებს Onze Mundial-ი.

ამის გამო ჟურნალისტმა რაღაც უთხრა, რაზეც ზიდანი კიდევ უფრო გაბრაზდა:

„მე გიცნობთ. თქვენც მიცნობთ. როცა ერთმანეთს ვხვდებით, სულ ერთი და იგივე ხდება. მოდი ახლოს, კამერების გარეშე ვილაპარაკოთ. წავედით“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *