ზივზივაძემ უნგრეთში ეფექტური გოლი გაიტანა (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატში მე-9 ტურში ფერეჰვარმა, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, ჰონვედს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ჩვენდა გასახარად მასპინძელთა ერთი გოლი სწორედ ბუდუმ გაიტანა, რომელმაც ეფექტური ბურთი შეაგდო. ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე 5 მატჩი და 2 გოლია.

რაც შეეხება ფერეჰვარის ამბებს, ბუდუს გუნდი 14 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას იუპიესტის წინააღმდეგ გამართავს, რომლის რიგებშიც გიორგი ბერიძე გამოდის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *