ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანულ კარლსრუეში გააგრძელებს. ინფორმაცია BNN.de-მ გაავრცელა. წყაროს ინფორმაციით, ზივზივაზე გერმანულ გუნდთან კონტრაქტს 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს.

ზივზივაძეს ბოლო პერიოდში ფეჰერვარში პრობლემები ჰქონდა, რასაც შემდეგ ტრავმა დაემატა. ერთ-ერთ მატჩში ფეჰერვარი ბუდუს ყოფილ გუნდ უიპეშტთან დამარცხდა, ქართველმა თავდამსხმელმა თანაგუნდელს მაისურა გაუცვალა და იქვე ჩაიცვა, რის შემდეგაც მას კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და მეორე გუნდში გადაიყვანეს.

ზივზივაზეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. ეროვნული გუნდის რიგებში მის ანგარიშზე 15 მატჩი და 3 გოლია.

რაც შეეხება კარლსრუეს, გუნდი მეორე ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-15 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ კარლსრუეში ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა, რომელიც ამ გუნდის ღირსებას 2007-12 წლებში იცავდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *