ზიზუ ბაბუ

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს ბაბუა გახდება. მისმა უფროსმა ვაჟმა ენცომ, ინსტაგრამში სასიხარულო ფოტოები გამოაქვეყნა.

23 ივნისს ზიზუ ნახევარი საუკუნის მოიყრება და მალე ბაბუაც გახდება.

ჯერჯერობით ის უმუშევარია. ისვენებს. ახლახან საფრანგეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა, სანამ ამჟამინდელ დამრიგებელს, დიდიე დეშამს, კონტრაქტი არ დაუმთავრდება, ამ საკითხზე არ შემაწუხოთო. დეშამს კი ხელშეკრულება 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

რაც შეეხება ენცოს, ერთ დროს მამამისთან მადრიდის რეალში თამაშობდა. ამჟამად კი ფრანგული ლიგა 2-ის როდეზში ირჯება.

Zidane's son Enzo and partner shared the happy news on social media

Leave a comment

Your email address will not be published.