ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტი თავისუფალია და ბევრი კანდიდატი დასახელდა: კარლო ანჩელოტი, ლუის ენრიკე, რაფა ბენიტესი და ბრაზილიელებიც რენატო გაუჩოდან დაწყებული… სიახლე კი ზინედინ ზიდანის კანდიდატურაა (ფრანგული ეკიპი წერს).
ზიდანი და ბრაზილია სასწაული თემაა: ფრანგს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები სწორედ მათთან აქვს ჩატარებული. 1998 წლის მუნდიალის ფინალი და 2006-ის მეოთხედფინალი.
ეკიპი: „ბრაზილიელებს ზიდანი მოსწონთ და მხარდამჭერთა შორის არიან რეალის ახლანდელი, ასევე ყოფილი ფეხბურთელები. რონალდოს სიტყვას დიდი გავლენა აქვს. მაგრამ მიიღებს ზიზუ ამ წინადადებას? თუ ასე მოხდება, ალბათ ყველაზე თბილ დახვედრას მოუწყობენ“.