ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის კერპთან ერთად ისაუზმა. იბრა ყოველთვის ამბობდა, რომ ბრაზილიელ რონალდოზე ბავშვობიდან გიჟდებოდა და შვედ ფეხბურთელებზე მეტად უყვარდა.
„უბრალოდ, წარმოიდგინეთ“ – ასეთი წარწერა გაუკეთა შვედმა ფოტოს.
ის კადრები კი ყველამ იცის, ინტერი-მილანის დაწყებამდე იბრა თვალს რომ არ აშორებს კიჭას: სურვილი ავიხდინე და ახლოდან ვნახეო.
თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც იბრაჰიმოვიჩი ბევრს წერს რონალდოზე.