მილანის ფორვარდმა, ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სკუდეტოს შენარჩუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა და ნაპოლიში კვარაცხელია გამოარჩია
“[სკუდეტოს მოგება] სავსებით შესაძლებელია. ამ მომენტში მეორეზე ვართ. ნაპოლი ძლიერია, კვარაცხელიამ კი ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ამასთან ერთად, იუვე და ინტერი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდნენ. არაფერია დაკარგული, ჩვენც ლიდერებში ვართ,” – თქვა ზლატანმა