ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ პოლიტიკისა და რასიზმის თემაში არ ერევა. ადრე იბრამ თქვა, რომ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი ზედმეტად ერევა ამ საკითხებში, რაც არასწორია. საპასუხოდ ჯეიმსმა აღნიშნა, რომ უსამართლობასა და რასობრივ დისკრიმინაციას არასოდეს შეეგუება…
ზლატანი: სპორტი ხალხს აერთიანებს, ხოლო პოლიტიკა პირიქით – აშორებს. თუმცა ამ სფეროს არ ვეხები. პოლიტიკა რომ ამერჩია, ახლა პრეზიდენტი ვიქნებოდი.
…ლებრონ ჯეიმსს არ ვიცნობ და ვერ განვსჯი. რასისტულ საკითხში მართალია, რადგან როცა 50 000 ადამიანი ბოშას გეძახის, იგივეა. ესეც რასიზმია. თუმცა მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, სპორტსმენი ვარ“ (The Guardian)