ზლატანი სერიას ვერ დაიწყებს

მილანის შვედი შემტევი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტრავმის გამო სერია A-ს საწყის მატჩებს გამოტოვებს.

წყაროს ინფორმაციით, 39 წლის თავდამსხმელი ჯერაც არ დაბრუნებულა საერთო ჯგუფში და ინდივიდუალურად აგრძელებს მომზადებას. არადა, მის დაბრუნებას სეზონის დასაწყისშივე ელოდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ დაშავდა და 2020 წელს ვერ ითამაშებს

იბრაჰიმოვიჩი გამოტოვებს პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად სამპდორიასთან (23 აგვისტოს) და დიდი ალბათობით, მეორე ტურის მატჩს, შინ კალიარისთან (29 აგვისტოს).

ზლატანმა ტრავმა 9 მაისს მიიღო, სერია A-ს შეხვედრაში იუვენტუსის წინააღმდეგ.

მან ოპერაცია ივნისში გაიკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *