ზლატანი: მე რომ წავიდე, ფეხბურთი მოკვდება

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული ორიგინალურობით უპასუხა ფანების კითხვებს. ეს პირდაპირ ეთერში…

– როდის აპირებთ კარიერის დასრულებას?

– არასოდეს. უჩემოდ? მე რომ წავიდე, ფეხბურთი მოკვდება.

გარდა ამისა, ეთერში ჩაერთო ჯანლუიჯი დონარუმა. ის და იბრა ერთმანეთს ზედმეტსახელებს ეძახდნენ.

და კიდევ გაირკვა, რომ ბელგიელი შემტევი დე კეტელაერი ბრიუგედან მილანში დიდწილად იბრაჰიმოვიჩის ფაქტორით გადაიყვანეს. დე კეტეალერი სხვა გრანდებსაც სურდათ… ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბელგიელის აგენტი ტომ დე მიული ზლატანს მოელაპარაკა და სთხოვა, რომ ახალგაზრდა დე კეტელაერისთვის მზრუნველობა გაეწია გუნდში, მხარი დაეჭირა ადაპტაციაში. ზლატანმაც თანხმობა თქვა.

Leave a comment

Your email address will not be published.