ზლატანს ცუდი ფეხი შემოაქვს?

ზლატან იბრაჰიმოვიჩის უცნაური სტატისტიკა. რიცხვები: მილანი გაცილებით შედეგიანია, როცა იბრა მოედანზე არაა. ორჯერ მეტი ქულა აქვს აღებული იმ შეხვედრებში, როცა ზლატანი არ თამაშობს…

42 ქულა აიღო სერია ა-ში და აქედან 31 შვედის გარეშე: 13 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება!  ხოლო როცა ზლატანი მოედანზეა, მილანის შედეგი დიდი არაფერია: 3 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ იბრა მილანისთვის წყევლაა. ეს ციფრებია. თუმცა საინტერესო ციფრები…

ისე, შვედეთის ნაკრებშიც ასეა: შვედეთი წლეულს მის გარეშე უკეთეს შედეგებს აღწევს, ვიდრე მასთან ერთად. თან ეს აშკარად ჩანს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *