ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ასპლიკუეტას ჩავარტყი და კიდევ ჩავარტყამდი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, სადაც ესპანეთის ნაკრებმა შვედეთი 1:0 დაამარცხა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზარ ასპლიკუეტას მხარი ჩაარტყა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. შვედმა ფორვარდმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

“ასპლიკუეტას დავარტყი და ეს განძრახ გავაკეთე. ჩადენილს არ ვნანობ, რადგან ის ჩემი თანაგუნდელების მიმართ ქედმაღლურად იქცეოდა და ჩარტყმა დაიმსახურა. რომ შემეძლოს იგივეს გავაკეთებდი.

მან უნდა გაიგოს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. მას არ აქვს საკმარისი გამბედაობა, რომ ჩემ მიმართაც იგივე გააკეთოს. მე ვაჩვენე რა იქნებოდა, თუ მსგავს ჩემ მიმართაც იზამდა.”-განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა The Guardian-თან საუბრისას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *