იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში, მილანმა ჯენოას 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ კომენტარი პირველი გოლის ავტორმა ზლატან იბრჰიმოვიჩმა გააკეთა.
“თამაშითაც და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. მატჩის წინ გადავწყვიტეთ თუ რამდენს ვითამაშებდი. მილანს ძალიან კარგი ახალგაზრდები ჰყავს, რომლებიც ენერგიას მმატებენ.
წინა 2 შეხვედრაში ქულები დავკარგეთ. ეს ჩვენი ბრალი უფრო იყო ვიდრე მეტოქეების. დღეს სიტუაცია გამოვასწორეთ, თამაში მოვიგეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.
პიოლისთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მის შემდეგ კონტრაქტს მე გავახანგრძლივებ. თუ სტეფანოს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მილანში მეც დავრჩები. ის ახალ კონტრაქტს იმსახურებს.
მიხარია როცა გულშემატკივრებს ვახარებთ, თუმცა თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, შრომა წყალში ჩაგვეყრება.”-ციტირებს შვედის სიტყვებს Football Italia.
იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტნა, მილანი კი სერია ა-ში 35 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ნაპოლის 1 ქულით ჩამორჩება.