ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ფეხბურთისთვის თავის დანებებას ჯერ არ ვაპირებ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი 40 წლისაა, თუმცა კვლავ მშვენიერ ფორმაშია. როგორც თავად შვედი ამბობს, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს.

“ზუსტად არ ვიცი თუ როდის დავასრულებ კარიერას, თუმცა ფეხბურთისთვის თავის დანებებას ჯერ არ ვაპირებ. სანამ მოთხოვნადი ვიქნები, მანამ ვითამაშებ. გასულ სეზონში ჩვეულებრივზე მეტი ტრავმა მქონდა და ამან შემაფერხა.

მილანში ძალიან კარგი ფიზიოთერაპევტი გვყავს, რომელიც მეხმარება. იგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მუდამ ყურადღებას მაქცევს. როგორც კი ვგრძნობ, რომ რაღაც კარგად ვერ არის, მაშინვე ჩემ მკურნალობას იწყებს.”-ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Sky Sport-ი.

იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სათქმელია, რომ ტრავმის გამო იბრას ამ სეზონშიც გაუცდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *