ზლატან იბრაჰიმოვიჩმა არგენტინის ნაკრებზე და ლეო მესიზე ისაუბრა. შვედმა განაცხადა, რომ თასს სწორედ მესი მოიგებს და ეს ყველამ იცის.
“ყველამ ვიცით ჩემპიონი ვინ გახდება. თასს მესი და არგენტინა მოიგებენ. ეს უკვე გადაწყვეტილი და დაწერილია.” – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ხორვატიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მათ შორის მოგებული ფინალში ბრაზილია – მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.