ზულეს მომავალი გაირკვა – ბაიერნში ყველა გაოცებულია… 

 

მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველის, ნიკლას ზულეს მომავალი გაირკვა. გერმანელი დამცველი, ზაფხულიდან, დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას დაიცავს. მოგეხსენებათ, მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება…

ყველა ფიქრობდა, რომ ნიკლასს პრემიერლიგაში თამაში სურდა, 3 შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ გერმანიაში დარჩენა და შავ-ყვითელი ფორმის მორგება არჩია. საგულისხმოა, რომ მისი დატოვება რეკორდმაისტერსაც სურდა, თუმცა ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ.

ბაიერნის ბოსებმა ზულეს გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდნენ და ყველაფერი დორტმუნდელთაგან შეიტყვეს. კლუბში გაოცება არავის დაუმალავს. შესაძლოა, ნიკლასს ისიც ეწყინა, რაც კალე რუმენიგემ თქვა: გუნდში ტრავმა რომ არავის ჰქონდეს, ის ძირითადში ვერ მოხვდებაო…

 

Leave a comment

Your email address will not be published.