თაზო ბოჭორიშვილი ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

14 აგვისტოს, ბეირუთმა ბოდიბილდინგის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. IFBB ELIT PRO-ს ეგიდით გამართულ ჩემპიონატში, ქართველმა ბოდიბილდერმა, თაზო ბოჭორიშვილმა იასპარეზა და ისტორიაში პირველად, საქართველოს ელიტ პროს-ს ოქროს მედალი მოუპოვა. თაზომ Classic Physique-ს კატეგორიაში იყო და ჟიურის საკმაოდ შთამბეჭდავი გამოსვლა შესთავაზა. “ფორმა იყო სასწარული, როცა ჩემი გამოსვლის ვიდეო ვნახე, ვერ დავიჯერე რომ ეს მე ვიყავი” – აღნიშნა თაზომ შეჯიბრების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ბოდიბილდინგი საკმაოდ ხარჯიანი სპორტია და შეჯიბრებებისთვის მომზადება დიდ თანხებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ თაზომ ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება სოც.ქსელების გამომწერების შეგროვებული თანხით დაიწყო. 5 თვიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ კი მან ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონობაც მოიპოვა. მთელი მომადების პერიოდს თაზო თავის იუთუბ არხზე აქვეყნებდა.

@tazobotchorishvili0 #foryou ♬ original sound – Tazo_B_Pro

Leave a comment

Your email address will not be published.