პორტუგალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბელენენსეშემ ბენფიკას უმასპინძლა და 0:7 დამარცხდა. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მასპინძლებს განაცხადში მხოლოდ 9 ფეხბურთელი ჰყავდათ, ცხადია ყველა მათგანი ძირითადში იყო. აღსანიშნავია, რომ ამ 9 მოთამაშიდან 2 ნომინალური მეკარეა.
ბელენენსეშეს სტაფის წევრებს და ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა გუნდი სრული შემადგენლობით. მასპინძელთა რიგებში კოვიდი სულ 17 ადამიანს დაუდგინდა.