ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეხუტება SEM Mustangs-ის თითოეული კალათბურთელი გუნდელის დედას. საქმე ისაა, რომ მათი თანაგუნდელი, ელი დეჰარტი 2020 წლის ნოემბერში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ შემთხვევიდან 1 წლის შემდეგ კი ელის დედა შვილის საკალათბურთო გუნდის თამაშს პირველად დაესწრო, სადაც ელის თანაგუნდელებმა მის მიმართ თანაგრძნობა და მხარში დგომა თბილი ჟესტით გამოხატეს – თამაშის დაწყებამდე თითოეული კალათბურთელი ქალბატონს გადაეხვია.
“ისინი მეხუტებოდნენ მე, რათა შეეხსენებინათ, რომ ჩემი ვაჟი ყოველთვის მათი გუნდის წევრი იქნება. ეს ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. თითქოს ჩემი შვილი მეხუტება და მეუბნება რომ ვუყვარვარ” – წერს ელის დედა, ჯენიფერ დეჰარტი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ვიდეო:
@jenniferdehart30