იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია. მათი კაპიტანი, 36 წლის ჯორჯო კიელინი კი ტურნირის ალბათ ყველაზე ქარიზმატული მოთამაშე. მან ფინალურ მატჩშიც ჩინებულად ითამაშა, დიდი წილი დაიდო თავისიანების გამარჯვებაში, შემდეგ კი, თავის ინსტაგრამში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ევროპის თასი ლოგინში უდევს. მეორე სურათზე კი ის ლეონარდო ბონუჩისთან ერთად წამოგორებულა თასთან მოალესრსე.
მან იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ფაბიო კანავაროსაც მიმართა და დაწერა: დიდი ოსტატის ტრადიციას მივსდევო. 2006-ში კანავარომ იგივე გააკეთა ფიფას თასთან ერთად.
ამ პოსტს კანავაროც გამოეხმაურა და დასძინა: მადლობა კაპიტანო. თქვენი წყალობით დღეს იტალიელად ყოფნა უკეთესიაო…
კიელინის პოსტს 290 ათასზე მეტი გამომწერის მოწონება ერგო.