თბილისში გრეპლინგის ტურნირი ჩატარდა

საბრძოლო ხელოვნებებში გრეპლინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი დისციპლინაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ორი ძალიან პოპულალური სპორტის სახეობა ძიუდო და ჭიდაობა გრეპლინგის მრავალ ელემენტს შეიცავს, კონკრეტულად გრეპლინგის ტურნირები ჩვენთან საკმაოდ იშვიათობაა. თუმცა საბრძოლო ორგანიზაცია GAMA-მ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მუშტი-კრივის ტურნირი ჩაატარა, ახლა უკვე გრეპლინგის შეჯიბრებაც შემოგვთავაზა. 3 სექტემბერს, ფაბრიკაში გამართულ ტურნირზე მონაწილეობა 18-მა გრეპლერმა მიიღო.

“ორგანიზაცია GAMA-ს ეგიდით ეს იყო რიგით მეორე შეჯიბრება, მაგრამ ასეთი დონის და ასეთი ფორმატის პირველი საქრთველოში. ჩვენი ორგანიზაცია არ შემოიფარგლება ერთი დიაციპლინით და სისტემტურად ჩავატარებთ შეჯიბრებებს სხვასხვა დისციპლინაში, რაც ხელს შეუწყობს არამხოლოდ შერეული ორთაბრძოლებია, არამედ საბაზისო სპორტის სახეობების პოპულარიზაციას.” – განაცხადა GAMA-ს დამფუძნებელმა და ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა კუხალაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *