ქართული კრივის ისტორიაში პირველად, თბილისი კრივის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი 12 ივლისამდე გაგრძელდება და მასში 29 ქვეყნის 500-ზე მეტი ჭაბუკი მოკრივე მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს სახელით 14 მოკრივე იასპარეზებს. აღნიშნული ჩემპიონატის, ისევე როგორც მთლიანად ქართული სპორტის მხარდამჭერია ლიდერბეთი.
დღეს გაიმართა გახსნითი ცერემონია და ჩატარდა პირველი დღის ბრძოლები. მართალია, დღეს არცერთ ქართველ მოკრივეს არ უასპარეზია, თუმცა ხვალ 3 მათგანი დაიცავს ქვეყნის ღირსებას:
პირველი სესია – 14:00 სთ, I წყვილი, რინგი – A
ლევან დემუროვი (50 კგ) დაუპირისპირდება სლოვაკ მოკრივეს
პირველი სესია – 14:00 სთ – VIII წყვილი, რინგი – A
საბა ერემეიშვილი (57 კგ) ორთაბრძოლას გამართავს გერმანელ მოკრივესთან
მეორე სესია – 17:00 სთ – II წყვილი, რინგი – A
დავით ხუციშვილი (80 კგ) დაუპირისპირდება ლატვიელ მოკრივეს