თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური ფანკლუბი გაიხსნა

გუშინ, 12 თებერვალს თბილისში Fans Bar-ში ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის შემდეგ, ფანკლუბის ახალმა წევრებმა და მიუწვეულ სტუმართა ნაწილმა ნაპოლი – კრემონეზეს მატჩს უყურა, სადაც ნეაპოლელებმა 3:0 მოიგეს 1 გოლი კი სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა.

როგორც ფანკლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მსახიობმა გიორგი ნაზარიშვილმა პრეზენტაციისას თქვა, მათ საკმაოდ საინტერესო სამომავლო გეგმები აქვთ, რომლის დაკონკრეტებისგანაც ჯერ თავი შეიკავა. ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბში გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ეს ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური ფანკლუბის ფეისბუქ გვერდია. სწორედ ამ გვერდის საშუალებით შეძლებთ გაიგოთ სიახლეები და გაწევრიანდეთ ფანკლუბში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *