თეთრი მაისური იმას კი არ ნიშნავს, რომ ტოტენჰემივით ცუდად ითამაშოთ?

ინგლისელმა ტელეწამყვანმა და არსენალის გულშემატკივარმა პირს მორგანმა გამწარებულმა დაწერა Twitter-ზე:

„არსენალის ფეხბურთელებს რადგან თეთრი მაისურები აცვიათ, ტოტენჰემივით ცუდად უნდა ითამაშონ? ვინმე ეტყვის მათ, რომ თეთრი მაისურების ჩაცმა ამას არ ნიშნავს?“.

არსენალმა ინგლისის ასოციაციის თასზე ნოტინგემთან 0:1 წააგო და გავარდა.

და რატომ ეცვათ თეთრები ყოველგვარი წითელი ელემენტების გარეშე? სპეციალური კამპანიაა (Anti-knife), ინგლისში იმატა მოზარდებს შორის დანით ჩადენილმა დანაშაულებმა. ბოლო ერთ წელიწადში 10 000 შემთხვევას გადააჭარბა და უმრავლესობას სიკვდილი მოჰყვა. სწორედ ამიტომ, არსენალმა სათასო შეხვედრისთვის მაისურიდან წითელი, სისხლის ფერი ამოიღო.

ტოტენჰემი კი, იცით, არსენალის N 1 მოქიშპეა და თან მთავარი მაისურები თეთრ ფერში აქვს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *