მანჩესტერში ზაბიცერი დაჭირდათ

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰეგმა მარსელ ზაბიცერის ტრანსფერზე  გამოთქვა აზრი. ავსტრიელი მანკუნიანელებს მიუნხენის ბაიერნიდან იჯარის წესით შეუერთდა.

„მოხარულები ვართ ზაბიცერის დამატებით. მანამდე დონი ვან დე ბეკი დავკარგეთ, ახლა კი კრისტიან ერიკსენიც დიდი ხნით გამოგვაკლდა. ეს ტრანსფერი ჩვენთვის აუცილებელი გახლდათ”,- თქვა ტენ ჰეგმა პრესკონფერენციაზე.

28 წლის ავსტრიელი მანჩესტერ იუნაიტედში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

Bayern Munich: Marcel Sabitzer wanted by two European giants

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *