როგორც შევიტყვეთ, თითქმის გადაწყვეტილია: ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე იქნება. ტორპედოს ხელმძღვანელობამ კახა ჩხეტიანი ორი კვირის წინ გაათავისუფლა და დროებით გუნდს შოთა ბაბუნაშვილი წვრთნიდა, ახლა კი გავიგეთ, რომ ცეცაძის საკითხი თითქმის გადაწყდა…
47 წლის ცეცაძე, როგორც იცით, წლეულს სამტრედიაში მუშაობდა, საიდანაც სამი კვირის წინ წავიდა. სამტრედია აუტსაიდერია და გადარჩენის მიზერული შანსი აქვს (ფაქტიურად, აღარც აქვს). რაც შეეხება ტორპედოს, გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა და დღევანდელი მოცემულობით ფლეი-აუტი მოუწევს გაგრასთან ან მარტვილის მერანთან. ჯერ კიდევ მცირე შანსი აქვს, რომ მეშვიდეზე გავიდეს და ეს ფლეი-ოფი თავიდან აიცილოს…
ცეცაძე გამოცდილი მწვრთნელია და გამოვარჩევთ მის შედეგებს სამტრედიაში (ჩემპიონობა), 19-წლამდელთა ნაკრებში (ევროპის ფინალურ ეტაპზე გასვლა) და დილაში (უმაღლესში გადაყვანა).