“თითქოს შეტევის გვეშინია”… იუვენტუსის ამბები

იუვენტუსის პრობლემები… პაულო დიბალამ და მატეის დე ლიხტმა ისაუბრეს, რა და ვინ აკლია გუნდს ყველაზე მეტად.

„ლამაზი ფეხბურთი იუვეს ძლიერი მხარე არაა. თითქოს შეტევის გვეშინია. ასე არ შეიძლება. მეტი მობილიზება გვჭირდება და მეტი აგრესია, ვიდრე ამას მეტოქე აკეთებს. ეს საჭიროა, რათა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი დავიკავოთ“.

დე ლიხტმა კი კრიშტიანუ რონალდუს დანაკლისზე გაამახვილა ყურადღება:

„კრიშტიანუს წასვლა ძალიან დაეტყო იუვენტუსს. ის ფეხბურთელია, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მუდამ მიზანდასახულია, გოლები გააქვს. არ გვყავს ბომბარდირი, რომელიც სეზონში 30 ან მეტ გოლს გაიტანს, ასე რომ ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ხოლმე გატანა. ასეც ხდება. სერია ა-ს ბოლო 8 მატჩიდან 6 მოვიგეთ და მიზანს ვუახლოვდებით“ (football Italia)

Leave a comment

Your email address will not be published.