თორნიკე ოქრიაშვილი: დღეს მხოლოდ ქართველი ხალხის გახარებაზე ვფიქრობდით

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, კოსოვო 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“მინდა ბათუმის ტრაგედიით დავიწყო, ვიცი ყველა ადამიანს ძალიან რთული პერიოდი უდგას. გულშემატკივრების გახარება ბათუმშივე გვინდოდა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა.

რაც შეეხება მოგებას, ძალიან ბედნიერები ვართ. დიდი ხანი ველოდით ამ გამარჯვებას და ვფიქრობ დღეს 3 ქულა დავიმსახურეთ. მოგებები კიდევ წინ არის.”-განაცხადა საქართველოს ნაკრების შემტევმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *