ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-15 ტურის მატჩის რანგში “ბასკონიამ” საკუთარ მოედანზე “ვირტუსს” უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი ინტრიგა თორნიკე შენგელიას დაბრუნება გახლდათ ვიტორიაში – თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.
“თოკო” ბოლონიური კლუბის სასტარტო ხუთეულში გახლდათ და პარკეტზე 20 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 დაფარება იყო.
შენგელიამ საშუალო დისტანციიდან 12-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 4 ბურთი ჩააგდო, ქართველი კალათბურთელი პერიმეტრიდან ბევრად უკეთესი იყო – 3 სროლიდან 2 ზუსტი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალი იყო ტექნიკური წუნი თორნიკეს თამაშში – 4 დაკარგვა, 4 პერსონალური ფოლი.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა ანგარიშში დიდი სხვაობით წინ გასვლას. პირველი მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე პიერია ჰენრის შედეგიანი პასების ფონზე მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს 17:14.
მეორე პერიოდის მიმდინარეობისას “ვირტუსს” ჩამოეძინა, რისთვისაც მწარედ დაისაჯა – 3 წუთიან მონაკვეთში მეტოქე 11:0 გაექცა და შეხვედრაში ინტრიგა ფაქტიურად მოკლა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა ჰანდიკაპმა +20 მიაღწია. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ვანია მარინკოვიჩი, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (22 ქულა+1 პასი).
“ვირტუსმა” ბოლომდე იბრძოლა – თორნიკე შენგელიას და მარკო ბელინელის ზუსტი სროლების ფონზე სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტზე უბრალოდ დრო აღარ ეყო…
ბასკონია – ვირტუსი 90:79 (17:14, 28:17, 18:20, 27:28)
ბასკონია:კოტცარი (12), გეიდრაიტისი (8), ჰოვარდი (7), ტომფსონი (6 + 9 პასი), კოსტელო (4) – სასტარტო; მარინკოვიჩი (22), სედეკერსკისი (12), ინოჰი (10), დიესი (6), ჰენრი (3 + 13 პასი), ჰოუმსი (0).
ვირტუსი:შენგელია (15), ტეოდოსიჩი (7 + 7 პასი + 5 დაკარგვა),უიმსი (6), ჟაიტე (6 + 12 მოხსნა), ჰეკეტი (4) – სასტარტო; ბელინელი (15), მენიონი (11), ბაკო (8), ლუნბერგი (7), პაიოლა (0).