თორნიკე შენგელიას 21 ქულამ “ვირტუსს” ვერ უშველა

იტალიის სერია A-ში გრძელდება საჩემპიონო დაპირისპირება მილანოს და ვირტუსს შორის. ფინალური სერიის მეოთხე მატჩში მილანელბმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს ბოლონიურ კლუბს, მეტოქე 77:62 დაამარცხეს და ერთი მოგებაღა აკლიათ ჩემპიონობამდე (სერიაში ანგარიში 3:1).

null

შეხვედრის სტარტი “ვირტუსს” უკეთესი გამოუვიდა – თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე სტუმრებმა თავიდანვე დაწინაურდნენ ანგარიშში და პირველი მეოთხედი 24:16 მოიგეს.

მეორე პერიოდში ეტორე მესინას გაწვრთნილი გუნდი გამოფხიზლდა – შევონ შილდსმა და დევონ ჰოლმა საშუალო და შორი დისტანციებიდან დაბომბეს მეტოქის კალათი და დიდი შესვენების წინ უკვე მილანო ლიდერობდა 40-34.

null

მესამე მეოთხედში პარკეტზე დაბრუნებულმა თოკომ ისევ თავის გუნდის სასარგებლოდ შეცვალა სიტუაცია – ქართველმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, მალევე კი იდეალური პასით ჩაატენინა ბურთი თანაგუნდელს.

უკანასკნელი 10 წუთეულის წინ ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა როგორც კი თორნიკე სკამზე დაჯდა დასასვენებლად არმანი მილანმა მაშინვე “აიწყვიტა”. მასპინძელთა გუნდიდან პარკეტზე შემოსულმა თითქმის ყველა კალათბურთელმა უნაკლოდ ითამაშა და ბოლო პერიოდი 22:7 მოიგეს, მასთან ერთად კი მატჩიც.

არმანი მილანი – ვირტუსი 77:62 (16:24, 24:10, 15:21, 22:7)

არმანი მილანი: შილდსი (21+5 ჩაჭრა), ჰაინსი (10), ბენტილი (7), როდრიგესი (3), დატომე; ჰოლი (14), გრანტი (11), მელი (9), ბილია (2), ბალდასო, ალვიტი, რიჩჩი.

ვირტუსი: შენგელია (21), ჟაიტე (12+8 მოხსნა), ვიმსი (4), ჰეკეტი (3), ბელინელი (2); ტეოდოსიჩი (8), სემპსონი (8), კორდინიე (2), ტესიტორი (2), პაიოლა.

მილანი იგებს სერიას 3:1

Leave a comment

Your email address will not be published.