თორნიკე შენგელია ევროლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად კალათბურთელთა შორისაა

პოპულარულმა საკალათბურთო პორტალმა Eurohoops გამოაქვეყნა ევროლიგის 2021/22 წლების სეზონის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად კალათბურთელთა რეიტინგი.

null

წინა სეზონის მსგავსად, რეიტინგის ისევ „ბარსელონას“ მონტენეგროელი მძიმე ფორვარდი – ნიკოლა მიროტიჩი ლიდერობს, რომლის წლიური ანაზღაურება 4.5 მილიონი დოლარია.

null

მეორე-მესამე ადგილზე ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის – „ ანადულო ეფესის“ კალათბურთელები იმყოფებიან – შეინ ლარკინი 3.7 მილიონი დოლარი, ხოლო ვასილიე მიციჩი – 3 მილიონი.

მეოთხე ადგილზე იმყოფება „ც.ს.კ.ა“- ს ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი – 2.5 მილიონი დოლარი.

რუსული არმიული კლუბის მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია კი მე-8 ადგილზეა, ქართველი წლიურად 1.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს ხელფასის სახით.

1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა) – 4.5 მილიონი დოლარი წელიწადში

2. შეინ ლარკინი (ანადულო ეფესი) – 3.7 მილიონი

3. ვასილიე მიციჩი (ანადოლუ ეფესი) – 3 მილიონი

4. ნიკოლა მილუტინოვი (ც.ს.კ.ა) – 2.5 მილიონი

5. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) – 2.3 მილიონი

6. ედი ტავარეში (რეალი) – 2 მილიონი

7. ნანდო დე კოლო (ფენერბაჰჩე) – 1.9 მილიონი

8. თორნიკე შენგელია (ც.ს.კ.ა) – 1.8 მილიონი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *