თორნიკე შენგელია – ევროლიგის მეორე ტურის MVP

ტრიუმფალური გამოდგა ევროლიგის მეორე ტური საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის – თორნიკე შენგელიასთვის. „თოკომ“ და მისმა „ც.სკა“-მ სტუმრად დაამარცხეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სტამბოლის „ეფესი“ 100:96 და გასულ სეზონში, ოთხთა ფინალში ნაწვნევი მწარე მარცხისთვის რევანში აუღეს.

null

შენგელიას შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა – პირველივე წამებზე ზუსტად ესროლა სამქულიანი და მატჩში ანაგრიში გახსნა 3:0. ქართველი მძიმე ფორვარდი იდეალურად მოქმედებდა შეტევაში და ატერორებდა თურქული გუნდის დაცვას – პირველი მეოთხედის ბოლოს თორნიკეს ანგარიშზე უკვე 13 ქულა გახლდათ.

მეორე მეოთხედის საწყისი წუთებზე ქართველმა კალათბურთელმა დაისვენა, პარკეტზე დაბრუნებულმა შენგელიამ კი უკვე „პლეიმეიკერის“ როლი მოირგო და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

null

მესამე პერიოდში რუსული არმიული კლუბის ჰანდიკაპმა +11 შეადგინა და თითქოს შეხვედრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა „ეფესმა“ გაიბრძოლა. ბრწყინვალედ ათამაშდა გასული სეზონის MVP – ვასილიე მიჩიჩი, რომელიც შესაშური სიზუსტით ესროდა სამქულიანებს – 11-დან 7 ჩააგდო.

სერბი კალათბურთელის სნაიპერული თვისებების გამოვლინების ფონზე მასპინძლებმა მეტოქესთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს 49:53.
სწორედ ამ დროს საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა ქართველმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ზედიზედ ორჯერ ჩააგდო და ისევ დიდი სხვაობით გაიყვანა გუნდი წინ.

მეოთხე მეოთხედის ბოლოს, „ეფესმა“ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და რუსულ კლუბს 2 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა 96:98. კრიტიკულ სიტიაციაში ამჯერადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გამოირჩა, რომელმაც ფარზე ბურთი მოხსნა და მის წინააღმდეგ ტატქიკური ჯარიმა აიღეს.თორნიკემ ცივსისხლიანად ჩააგდო ორივე საჯარიმო და შეხვედრას წერტილი დაუსვა 100:96.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32:29 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 23 ქულა (5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 4 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველი კალათბურთელის მარგიქმედების კოეფიციენტმა +29 შეადგინა, რისი წყალობითაც „თოკო“ არამხოლოდ მატჩის, არამედ მთლიანად ევროლიგის მეორე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

II ტურის ინდექს რეიტინგი

1. თორნიკე შენგელია 29

2. იონას ვოიტმანი 27

3. კორი ჰიგინსი 25

4. იან ვესელი 24

5. ვოლტერ ტავარესი 24

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *