თორნიკე შენგელია – ზედიზედ მეორედ ევროლიგის ტურის MVP

იდეალური სტარტი გამოუვიდა ევროლიგაზე ქართველ მძიმე ფორვარდ – თორნიკე შენგელიას. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გასულ კვირას ევროლიგის II ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, დღეს კი “თოკო” უკვე III ტურის MVP გახდა.

შენგელიამ “ზენიტის” წინააღმდეგ ბრწყინვალე ითამაშა – 36 წუთში 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა კი +37 შეადგინა.

“თოკომ” 187-ე მატჩი ჩაატარა ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე და 33 ქულის აღებით პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველისთვის ასევე რეკორდული იყო თამაშში ჩაგდებული 10 ორქულიანი.

თორნიკე კარიერაში მეექვსედ გახდა ევროლიგის საუკეთესო მოთამაშე და პირველად მოახერხა რომ ზედიზედ ორ ტურში მოიპოვა MVP-ის ტიტული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *