თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

ხანგრძლივი პაუზის შემდგე საქართველოს ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. “თოკომ” მორიგი ტრავმა მოიშუშა და “ვირტუსის” შემადგენლობაში იასპარეზა “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ.

პირეოსში გამართული მატჩი ბოლონიელებისთვის კატასტროფულად განვითარდა – მასპინძლებმა სტუმრები 46 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს (117-71) და არაერთი რეკორდი დაამყარეს.

null

117 ქულა – “ოლიმპიაკოსის” ახალი რეკორდია ევროლიგაზე. წინა რეკორდი 113 ქულა გახლდათ (2007 წელს “ოლიმპიას” წინააღმდეგ).

ბერძნული კლუბის კალათბურთელებმა შეხვედრაში 33 შედეგიანი პასი შეასრულეს, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია (წინა რეკორდი 29 პასი).

გეორგიოს ბარძოკასის გაწვრთნილმა გუნდმა შესაშური შედეგი აჩვენა მარგი ქმედების კოეფიციენტის დაგროვების კუთხით – 160 (წინა რეკორდი – 142).

“ოლიმპიაკოსმა” გაიმეორა პირადი რეკორდი ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით – 18. ბერძნული კლუბის კალათბურთელებმა 31 შორეული ტყორცნიდან 18-ის რეალიზება შეძლეს (58%).

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19:45 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 3 საჯარიმო.

“ვირტუსმა” ევროლიგაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზე იმყოფება ბალანსით 4-8.

მოგებული მატჩის ფონზე “ოლიმპიაკოსმა” მესამე პოზიცამდე აღზევება მოახერხა (ბალანსი 8 მოგება, 4 მარცხი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *